„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში სოფელ გუმათში იმყოფებიან. ისინი ქუთაისიდან გუმათისკენ ავტოკოლონით მსვლელობით მივიდნენ და სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რომ იქ მშვიდობიანი პროტესტი გააგრძელონ. გუმათში კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, რომლებსაც სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გზა რკინის კონსტრუქციით აქვთ გადაკეტილი. ირმა ჭოლაძე გვეტყვის, რა ხდება ადგილზე.
მოამბე