კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობამ, „მწვანეები“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები პირველ თებერვალს ტრანსპორტის აღდგენას და 21 საათის შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დაიწყებენ მასშტაბურ აქციებს. აქციას, „მოძრაობა ხალხისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.