ანა დოლიძე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის წინადადებით მიმართავს. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფოებრივი ინტერესები რისკის ქვეშ დგას და არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს.

მან ოფიციალური წერილით პარლამენტს დღეს მიმართა. ანა დოლიძის წინადადებას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, მმართველ გუნდში კი, აღნიშნულის საჭიროებას ვერ ხედავენ.

მოამბე