აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების მოგვარების მიზნით, აქცია-პერფორმანსი გამართა. მისი განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა. ანა დოლიძემ განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანასთან დაკავშირებით მიმართა. ანა დოლიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში უნდა დაემატოს მუხლი საქართველოში პანდემიური მდგომარეობის გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის შესახებ. დოლიძემ სტუდენტთა სიების გაკვრა სცადა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.