ანა დოლიძის სარჩელი

ანა დოლიძე „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს. მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა გენერალურ პროკურატურას მიმართა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს სტატუსი შეეცვალა. იყო სასოფლო სამეურნეო და გადაკეთდა არასასოფლო სამეურნეოდ, რის შემდეგაც მისი კომპანია „ენკასთვის“ გადაცემა მოხდა. დოლიძე ამბობს, რომ აუცილებელია, პროკურატურამ გამოიძიოს და დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციულ გარიგებას.

დატოვე კომენტარი