ანა დოლიძის განცხადება

ონლაინ აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვს ანა დოლიძე. „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი, ხელისუფლებას პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი, თამაშდამოკიდებული ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნის აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორც ანა დოლიძე განმარტავს, საქართველოში თამაშდამოკიდებული ადამიანების რიცხვს სოციალური ფონი ზრდის, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.