„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტით დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების მომატებასა და კუთვნილ შვებულებას ითხოვენ. კომპანიაში კი განმარტავენ, რომ ეს თანამშრომლები კონტრაქტით გარკვეული ვადით არიან დასაქმებულები და კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არსებული პირობების დარღვევას გააგრძელებენ, მათთან აღარ ითანამშრომლებენ.