აქცია კანცელარიასთან

საჰაერო სივრცის გახსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. ემიგრანტების ოჯახის წევრები, საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, ევროპასთან ერთად საქართველოშიც აღდგეს საჰაერო მიმოსვლა. აქციის მონაწილეების თქმით, რეკომენდაციების დაცვით, მიმოსვლის აღდგენა შესაძლებლებელია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკვე რამდენიმე თვეა ემიგრანტები უშედეგოდ ცდილობენ ქვეყნაში დაბრუნებას.