აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. შეკრებილები მთავრობის შეთავაზებას კვლავ არ ეთანხმებიან. საუბარია ბინებით უზრუნველყოფის ორ გეგმაზე, ჯანდაცვის უწყებამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დისკუსიას მხოლოდ სახალხო დამცველისა და იურისტების ჩართულობით დათანხმდებიან.