ხელშეკრულება ონკოლოგიური მედიკამენტების მწარმოებელთან

ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

შედეგად, 2024 წელს პაციენტები რვა დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, და „ფემარა“. პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.