აქცია-გამოფენა პარლამენტის შესასვლელთან

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები, პარლამენტის შესასვლელთან აქცია-გამოფენას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, მათ სურდათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

აქციის მონაწილეებთან ერთად „ევროპული საქათველოს“ დეპუტატი, ელენე ხოშტარიაც იმყოფება.