ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრები მოსახლეობა აქციას მართავს. შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს. ქარხნის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხს კომპლექსური შესწავლა და გადაწყვეტა სჭირდება.
გუშინ მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებაზე კი გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასთან და ქარხნის ხელმძღვანელობასთან უშუალო კომუნიკაციაშია.