საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან აქცია გაიმართა. შეკრებილებს შორის კულტურის სხვადასხვა სფეროდან გათავისუფლებული ადამიანები და მათი მხარდამჭერები იყვნენ. პროტესტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ არ აპირებენ დანებებას და სიმართლის დასამტკიცებლად ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ. გეგმავენ კოლექტიურ დავას სასამართლოში გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში აღდგენის მოთხოვნითაც.