ამერიკული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლები 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ. ისინი დედოფლისწყაროში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობი გაიტანა, თუმცა დავალიანება არ დაფარა და ანაზღაურების გარეშე დატოვა დასაქმებულები. აქციის მონაწილეები სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. მათი თქმით, ხელფასების დავალიანების გასტუმრება გაზისა და ნავთობის კომპანიის ვალდებულებაცაა, რომელიც კომპანიის 50% წილის მფლობელია. დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვებაზე დასაქმებული 84 თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის მიღებასთან ერთად, სამსახურში აღდგენასაც ითხოვს.