მეხორბლე ფერმერთა აქცია

ხორბლის დაბალი ფასი და რეალიზაციის პრობლემა – ამ საკითხებთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში გამართულ აქციაზე ფერმერებმა ისაუბრეს. მათი თქმით, 1 კგ. ხორბლის ფასი წელს 40 თეთრია და თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ფერმერები აღნიშნულ ფაქტს საქართველოში დიდი რაოდენობით იმპორტირებული, იაფი მარცვლეულისა და ფქვილის შემოტანით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ ფასის დაცემასთან ერთად, შიდა ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა. ფერმერები იმასაც ამბობენ, რომ მოსავლის მოსაყვანად ბანკიდან აღებული კრედიტების გადახდას ვერ შეძლებენ.