დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა პროფკავშირების გაერთიანებამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. პროფკავშირები დასაქმებულთათვის ღირსეული ხელფასის დაწესებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციის პარალელურად, გროვდება ჰუმანიტარული დახმარება იმ უკრაინელებისათვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.