ცხოველთა უფლებების დასაცავად, საკრებულოს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს. მათი თქმით, 18 წლის გოგონა, კატის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტს შეესწრო. მოწოდების შემდეგ კი, ქალბატონი, რომელიც ცხოველს ურტყამდა, მის დამცველსაც ფიზიკურად გაუსწორდა. ტვინის შერყევის დიაგნოზით გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშრებით, აქციის მონაწილეები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ხელისუფლებას კი ქვეყანაში ცხოველთა უფლებების დასაცავად კანონის გამკაცრებას სთხოვენ.