აქცია ჩხოროწყუში

ხმაური ჩხოროწყუში.

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარის, გოგა გულორდავას ბიუროსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

ადგილზე სიმბოლურად ბენზინი და შვიდი კოლოფი სიგარეტი მიიტანეს, რომელიც მათი განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზითაა შემოტანილი და თავისუფლად იყიდება. აქციას ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯუბმერ იზორიამ მართული პროცესი უწოდეს. იზორიამ აქციის მონაწილეების თანდასწრებით, მედიის საშუალებით საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, კონტრაბანდის ყველა სავარაუდო ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიძიონ.