საწვავის ფასები

საწვავის ფასი შედარებით შემცირდა.

ბოლო თვეებთან შედარებით, როცა ბენზინის ღირებულებამ ანტირეკორდი მოხსნა და თითქმის ოთხ ლარს მიაღწია, ახლა ბაზარზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია. ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებმა მკვეთრად დაიწია. პარალელურად კონკურენციის სააგენტო ბაზრის შესწავლას აგრძელებს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირების და ლარის გამყარების ფონზე იყო თუ არა თვეების წინ ბენზინის ფასის დაწევის რესურსი. მოლოდინი და პროგნოზია, რომ უახლოეს პერიოდში ბენზინი, დიზელისგან გასხვავებით, კიდევ უფრო გაიაფდება.