საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი მცირდება

საწვავის მაღალი ფასი საქართველოში მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დაწყებული ტენდენციების, ნავთობის ფასის შემცირების და ლარის კურსის შედარებით გამყარების გათვალისწინებით, ხელისუფლების პროგნოზი ოპტიმისტურია.

დადებით დინამიკაზე საუბრობენ ნავთობის იმპორტიორებიც, რომლებიც ვარაუდობენ, რომ თვის ბოლოსთვის საწვავის ფასი კლებისკენ წავა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ბენზინი და დიზელი დაახლოებით 60 თეთრით არის გაძვირებული. ბოლო დღეებში არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება ოდნავ შემცირდა.