ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე მცხოვრებლები 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, საფრთხე შეექმნება როგორც აღნიშნულ ახალ კორპუსს, ისე მიმდებარე კორპუსებსაც. მათივე თქმით, შენობაში ვერ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას. ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ, რომ საფრთხე ექმნება მიმდებარედ არსებულ ავარიულ კორპუსებსაც, რომლებიც მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, შესაძლოა, დაინგრეს.