აქცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

ხმაური იყო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ადგილზე აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეოთხე დღეა ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა შიმშილობს. 12 საათზე ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ორგანიზაციამ მრჩეველთა საბჭოს დირექტორისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად მისცა, მოშიმშილემ კარავი პროტესტის ნიშნად ტელევიზიის შესასვლელში გადაიტანა, რასაც თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წარმომადგენლები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გათავისუფლებას და ტელევიზიიდან გაშვებული თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვენ.