აგრარული ბაზრები, სადაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები იყიდება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ქვეყნის მასშტაბით 26 აგრარული ბაზარი შეამოწმა და 5 ბიზნესოპერატორს, ათასი ლარით დაჯარიმებასთან ერთად, ხარვეზების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერა. მათ შორისაა გლდანისა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები, რომლებიც „მოამბემ“ გადაიღო და ანტისანიტარია და არასათანადო პირობებში შენახული პროდუქცია აღმოაჩინა.
ექსპერტების ნაწილი პრობლემებს არასაკმარისი კონტროლითა და შეუსაბამო ჯარიმებით ხსნის.
მარიამ აფციაურის სიუჟეტი.