შეხვედრა ბათუმში

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი დღის წესრიგის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და 15 მაისის აქციისთვის ემზადება. პოლიტიკოსები მოსახლეობას დღეს ბათუმში შეხვდნენ. აგრარულ ბაზარში მათ გამოჩენას მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილო და მცირედი ხმაურით შეხვდა. იყო შელაპარაკებაც, თუმცა სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებას არ გასცდენია. ადგილობრივების ნაწილმა კი ხელისუფლების ოპონენტების შეხედულებები გაიზიარა. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავენ.