თელავის ბაზარი ისევ დაიკეტა

თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიკეტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თელავის ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად, ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევა დასახელდა.

სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა დილით განაახლა, თუმცა დღესვე  გაურკვეველი ვადით დაიკეტა.

დატოვე კომენტარი