მარნეულში აგრარული ბაზარი გაიხსნა

ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა მკაცრ საკარანტინო ზონაში, მარნეულში. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მარნეულის ზედამხედველობის სამსახური, ისინი მოქალაქეთა დისტანცირებას უზრუნველყოფენ. ყველა, ვინც აგრარულ ბაზარში შედის, თავდაპირველად შემოწმებას გადის. თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ.

მარნეულში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა [ფოტო/ვიდეო]