ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს, უმნიშვნელოვანესი ექსპონატი შეემატა.
ეს არის ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში, სნაგოვოში 1697 წელს გამოცემული სახარება.
რუმინულ ენაზე დაბეჭდილი საეკლესიო ლიტერატურა მცირედი რესტავრაციის შემდეგ, წიგნის ახლადგახსნილ მუზეუმში დაიდებს ბინას, – იმ წიგნების გვერდით, რომლებიც ანთიმოზ ივერიელის დახმარებით შექმნილი პირველი ქართული სტამბის მიერ არის გამოცემული. იშვიათ რუმინულ გამოცემას მალე წიგნის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გადაიტანენ და მისი დათვალიერება შესაძლებელი გახდება.
დღემდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანთიმოზ ივერიელის არც ერთი გამოცემა არ ყოფილა დაცული.