სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების დარიგება გრძელდება. დარიცხული აგროქულებით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა შეუფერხებლად და ნაკლები დანახარჯებით განახორციელონ.
მიმდინარე პროცესს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გაეცნო. შეგახსენებთ, რომ დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდეა შესაძლებელი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.