სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე მზადაა. პარლამენტში სასამართლო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სახელით დოკუმენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, დოკუმენტი 16 გამოწვევას მოიცავს. სადაც საუბარია სწრაფ მართლმსაჯულებაზე, მოსამართლეთა რაოდენობის ზრდაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე.
მისი თქმით, სტრატეგია ფართო ჩართულობით შემუშავდა და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები სასმართლო სისტემის კიდევ უფრო გამჭვირვალობისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მიხედვით, სასმართლო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტები პარლამენტში პირველ ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდეს.