როგორია სახელმწიფო უწყებებში საჯარო ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციამ 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა და სიგელები გადასცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც ხელმისაწვდომობის 100 %-იანი მაჩვენებელი აჩვენა.
გასული წლის ყველაზე დახურულ დაწესებულებად, იუსტიციის სამინისტრო დასახელდა. „აიდიეფაის“ წარმომადგენლების თქმით, გადაგზავნილი 345 მოთხოვნიდან, 316 უპასუხოდ არის დარჩენილი.