ოკუპირებული ცხინვალის ულტიმატუმი.
ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე. წ. გადასასვლელები სოფელ წნელისთან ქართული „უკანონო“ საგუშაგოს გაუქმებამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. პრეზიდენტმა რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ილაპარაკა.
შეგახსენებთ, ე. წ. გადასასვლელები უკვე თითქმის 4 თვეა ჩაკეტილია, რის გამოც ოფიციალური თბილისის განცხადებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა.