დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

მედიის კითხვებზე პასუხებამდე იყო ოფიციალური შეხვედრები. ოფიციალური თბილისის მოლოდინია, რომ დღევანდელი ვიზიტის შემდეგ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავა. სტრატეგიული პარტნიორობის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, დღის წესრიგში იყო უკრაინის ომის და ომში მყოფი ქვეყნის მიმართ საქართველოს პოზიციონირების განხილვა. ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობით იმ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებზეც, რომელთა მნიშვნელობა ომმა და ევროპის მწვავე ენერგეტიკულმა კრიზისმა გაზარდა. გაჟღერდა მწვავე გზავნილები მოსკოვის მისამართით – დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატი სოფელ ოძისში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა მავთულხლართებით გაყოფილი დასახელების ყოველდღიურობა და ოკუპაციის სიმძიმე. მაღალი რანგის სტუმარმა მოუსმინა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყოფილ სახალხო დამცველსაც.