სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

გამოიყენება თუ არა საქართველო რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ადგილად – სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტის და დადებითი შეფასებების შემდეგ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან გზავნილს იღებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში საერთაშორისო სანქციების დასაცავად ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა პოზიტიურად ფასდება, 2022 წლის მარტიდან დანერგილი კონტროლისა და პრევენციის სისტემებით კმაყოფილია სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელიც, რომელიც ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან ერთად ვითარების ადგილზე გასაცნობად ცოტა ხნის წინ საქართველოს პირადად სტუმრობდა. ვიზიტის შედეგები ჯიმ ო ბრაიენმა სენატში შეაჯამა და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით სენატორების კითხვებსაც უპასუხა. პოზიტიური გზავნილების მიუხედავად, სანქციების დაცვის თემა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მაინც აზრთა სხვადასხვაობის საგანია. მმართველი გუნდი ოპონენტების ნაწილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.