ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება

მომავალი წლიდან ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილის სიახლოვეს ამ დროისთვის გარემოვაჭრეები საქმიანობენ, დახლები კი მოუწესრიგებელია. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტეს, რომ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში, ყველა გარემოვაჭრე შესაბამის ადგილს მიიღებს.

რაც შეეხება იჯარის გადასახადს, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ტარიფს მოვაჭრეებთან შეთანხმებით დაადგენენ. მთავარი პრობლემური საკითხი მათთვის, სწორედ გადასახადია. მოვაჭრეები შიშობენ, რომ ისედაც მცირე შემოსავალი, კიდევ უფრო შემცირდება.