„ლეიბორისტები“ სოლიდარობას უცხადებენ გარემოვაჭრეებს

„ლეიბორისტული პარტია“ სოლიდარობას უცხადებს იმ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის შენობის წინ გადასვლაზე და ისინი არ შეუერთდნენ საშობაო ბაზრობას. ამ მიზნით, პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დედა ენის ბაღში  გარემოვაჭრეთა სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ და „საშობა ბაზრობის“ ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ.

მოძრაობა „სირცხვილია“- ს წევრები  აცხადებენ, რომ ამ ფორმით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გამოხატავენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მალხაზ მაჩალიკაშვილს და პატიმრობაში მყოფ დეკანოზ მამალაძის ძმას,  31 დეკემბერს, პარლამენტის წინ  კარვების დაშლის გამო სოლიდარობა გამოუცხადეს.

დატოვე კომენტარი