ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება დღეს გაიმართება

ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება დღეს გაიმართება. პროექტი, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იქნება, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

ანაკლიაში პირველი გემის მიღებას ორ წელიწადში გეგმავენ, მშენებლობის პირველი ფაზა კი, 2020 წლის ბოლოს დასრულდება. მხოლოდ პირველ ეტაპზე, ინვესტორები პროექტში 500-ს მილიონ დოლარზე მეტს აბანდებენ. მშენებლობის დაწყების ოფიციალური ღონისძიება 2 საათზე დაიწყება. მას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წარმომადგენლები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი და კონსორციუმის მენეჯმენტი დაესწრებიან.