საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური მისია

გავიხსენოთ, რით დაგვამახსოვრა თავი 2022-მა წელმა. ეს წელი მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი გამოწვევით დაიწყო – თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა საერთაშორისო დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ათასობით უდანაშაულო მსხვერპლი, დაბომბილი ქალაქები, შანტაჟი, მუქარა და მწვავე ენერგოკრიზისი მთელ ევროპაში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხად. გაუარესებული უსაფრთხოებისა და რეგიონული გამოწვევის ფონზე, მკვეთრად გაიზარდა საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი.

2022 წელს დაანონსდა რამდენიმე მასშტაბური ენერგოპროექტები – წლის მიწურულს ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს დააკავშირებს და ევროკავშირს ელექტროენერგიას ალტერნატიული მარშრუტით მიაწვდის.

ასევე, უკვე დაწყებულია მუშაობა ევროპისთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგების მიწოდების თაობაზე, ბაქო-თბილისის-ერზრუმის მილსადენით, რომელიც საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას კიდევ უფრი გაზრდის. 2023 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაწყებასაც აანონსებს. ინტერესების გამოხატვა პორტის მშენებლობისთვის მომავალი წლის თებერვლისთვის იგეგემება.

ანა ბროლაძე გვეტყვის, რა პროცესებმა შეუწყო ხელი საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მკვეთრ მატებას.