„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათში არსებული ვითარების გამო პასუხისმგებლობას პირადად საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს აკისრებს. ნაცვლიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მინისტრმა გელათთან დაკავშირებით გასამხედროებული წესი შემოიღო და მალავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამუშაოები არასწორად ჩატარდა. ნაცვლიშვილმა წულუკიანის გარდა, ელისო ბოლქვაძის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, პარტია „ლელო“ წერილით იუნესკო-ს მიმართავს.