ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს.
დოლიძის განცხადებით, ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო, მოსახლეობა საჭირო მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს. მისივე განმარტებით, 2013 წლიდან მედიკამენტების ფასები საშუალოდ 80% არის მომატებული, ამას კი ბაზარზე არსებული მონოპოლია განაპირობებს.
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს ხვალ წარადგენს.