ამინდის პროგნოზი

საქართველოს მასშტაბით დღეს და ხვალ მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთში, ბარში დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, გზების მოყინვა და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი. უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.