დღეს და ხვალ საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე სამბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერისა და ღვარცოფის წარმოშობა გამოიწვიოს.