ამერიკელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებენ

ამერიკელი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტთან ითანამშრომლებენ. საქართველოს განათლების მინისტრმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოსტონში შეხვედრები გამართა მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტსა და ჯოსლინის ცენტრში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან არის აფილირებული. შეხვედრების მონაწილეებს მიხეილ ჩხენკელმა დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და მისი განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის დაპროექტება აქტიურ ფაზაშია და მისი გახსნა 2024 წელს იგეგმება. ამ მეთოდის მთავარი მიღწევა ის არის, რომ ის არ აზიანებს პაციენტის ჯანმრთელ ორგანოებს და გაცილებით ზუსტია, ვიდრე ქიმიოთერაპია. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც, რომლის აწყობაც უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ. ხვალ მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან, სადაც ქართველოლოგიის პროგრამა იწყებს ფუნქციონირებას.