საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. დელეგაცია სოფელ ოძისში ჩავიდა. კონგრესმენები ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მოისმინეს.