საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი. თარიღს აღსანიშნავად თბილისში დღეს ღონისძიებაა დაგეგმილი. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად სწორედ 1992 წლის 24 მარტს დამყარდა, რასაც ერთ თვეში, 23 აპრილს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა მოჰყვა. 30 წლის განმავლობაში, ამერიკა-საქართველოს მთავარი პარტნიორია და ამ წლების მანძილზე არაერთი სახის დახმარება და მხარდაჭერა მიიღო. დემოკრატია და მმართველობა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლები – ეს არის ის მთავარი პრიორიტეტული მიმართულება რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის მთავარი მექანიზმია. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარების სახით 6 მილიარდი დოლარი აქვს მიღებული. აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის საფუძველზე საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოყოფილი დაფინანსება 2022 წელს კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 მილიონ დოლარს აღემატება.