საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე

15:31, 27.12.2022

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია შედგა, „საქართველოს ფოსტისა“ და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფერო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი. ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში.

მსგავსი