ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და რეგიონისთვის საფეხბურთო მოედნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ვეტერან ფეხბურთელებსა და რაჭის ვეტერან ფეხბურთელთა შორის თამაში გაიმართა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.
კომპლექსის მშენებლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებითა და ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი რეგიონული ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდა.
საფეხბურთო მოედნის კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების ორ ხელოვნურსაფრიან მოედანს, 500-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნასა და დამხმარე შენობა-ნაგებობებს მოიცავს.