ელჩების კონფერენციის დასკვნით დღეს დიპლომატებს საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა და ქვეყნის საგარეო მიზნებზე ესაუბრა.
დახურულ შეხვედრამდე პარლამენტის პლენარული სესიების დარბაზი სამოქალაქო სექტორს დაეთმო, რომლის წევრებმაც ერთად განიხილეს 2019-2022 წლისთვის შემუშავებული საქართველოს საგარეო სტრატეგიის შინაარსი, რომელიც ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია და ფართო საზოგადოებას საბოლოო სახით წარედგინება. შეხვედრაზე მყოფი ექსპერტთა ნაწილი პოზიტიურად აფასებს დოკუმენტს, თუმცა ჩართულები არიან მის კორექტირებაშიც.