ოზურგეთის სამკუთხა პარკში – „ალეგრობა 2022“ მიმდინარეობს. სტუმრების განწყობის შესაქმნელად, ეწყობა სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები. თითოეული სივრცე მორთულია ეთნო და ფოლკლორული ელემენტებით, ძველი ოზურგეთის ფოტოკოლაჟითა და შემოდგომის დამახასიათებელი ელემენტებით. ადგილობრივებმა გრანდიოზული ზომის ტრადიციული გურული ღვეზელი, მჭადი და გურული ბრინჯულა დააგემოვნეს. დღესვე დააჯილდოვეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები.