საბჭოთა ცენზურას გადარჩენილი უნიკალური ლიტერატურული მემკვიდრეობა – საგამოფენო სივრცისთვის მზადდება წიგნები, რომლებიც 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის დროს განადგურებას გადაურჩა.
გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ, გამკაცრებული კონტროლის და გაფრთხილებების მიუხედავად, დღემდე შემოინახა. უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში ხვალიდან გამოიფინება ყველა ის წიგნი, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა იდეოლოგიასთან შეუთავსებლობის არგუმენტით, მკითველისთვის მიუწვდომელი და შესაბამისად, სპეციალურ ფონდებში გადამალული იყო.