ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

დიღმის მასივში, „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკის სრულად რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. აღნიშნული ბიბლიოთეკა „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და 400 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ფილიალს ჩაუტარდა სრული სარემონტო სამუშაოები, მთლიანად გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა ინფრასტრუქტურა, ტექნიკა და წიგნადი ფონდი. ბიბლიოთეკაში ასევე შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც ის უფრო გახსნილ და მაქსიმალურად მოსახერხებელ სივრცედ იქცა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება. განახლებულ ბიბლიოთეკას დედაქალაქის მერი ესტუმრა და პირადად გაეცნო რეაბილიტაციის შედეგებს.